Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: დაფინანსების შემცირება არ იგეგმება


რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტატიანა შევცოვამ 9 აპრილს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროში არ იგეგმება დაფინანსების, ან თანამშრომლების შემცირება. შევცოვას თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროს არ შეუმცირდება დაფინანსება. შევცოვამ დასძინა, რომ შემცირებას არ დაექვემდებარება არც სამხედრო პერსონალის ხელფასები თუ პრივილეგიები. რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა ხარჯების 10-პროცენტიანი შემცირების გეგმა, იმ ფონზე, როცა ქვეყნის ეკონომიკას კვლავ აქვს პრობლემები, გამოწვეულინავთობის საერთაშორისო ფასის კლებით და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით, უკრაინის პროცესებში კრემლის მიერ შესრულებული როლის გამო.

XS
SM
MD
LG