Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადადის


თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადადის. როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსს" სასახლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აქამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში იყო. სასახლის გადაცემის საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. „თუდამტკიცდება საკითხი, შეიცვლება კანცელარია, შეიცვლება გერბი და ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარების შემდეგ გადავალთ მერიის დაქვემდებარებაში", - განაცხადეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში.

XS
SM
MD
LG