Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი დაესწრება ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გაჟლეტის მე-100 წლისთავის აღნიშვნას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთში ჩავა, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გაჟლეტის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, 24 აპრილის ცერემონიაზე დასასწრებად. კრემლმა დღეს გაავრცელა განცხადება პუტინის ვიზიტზე. განცხადების თანახმად, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის მიწვევით, პუტინი 24 აპრილს ეწვევა ერევანს, „ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. რუსეთი მიეკუთვნება იმ 20-ზე მეტ ქვეყანას, რომლებმაც გენოციდად აღიარეს 1,5 მილიონი სომხის დახოცვა. თურქეთი უარყოფს მომხდარის შეფასებას „გენოციდად“, რადგან თურქეთის იმპერიაში არ ჰქონიათ სომეხთა განადგურების გეგმა.

XS
SM
MD
LG