Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო ეკროკავშირის მოუწოდებს, განიხილოს უკრაინის გაწევრიანების საკითხი


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ევროკავშირს მოუწოდებს, განიხილოს უკრაინის გაწევრიანების საკითხი. პოროშენკო ამ მოწოდებით გამოვიდა კიევში, უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისას. დღევანდელი სამიტი არის პირველი ასეთი შეხვედრა შარშან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ. დღის წესრიგში დგას მინსკის შეთანხმებასთან დაკავშირებული ზომები. შეთანხმება, რომელსაც თებერვალში მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს ზომებს აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდამჭერ სეპარატისტებს შორის კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად. კონფლიქტის შედეგად დაღუპულია 6100-ზე მეტი ადამიანი. სამიტზე განიხილავენ ასევე უკრაინაში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს, კიევის ფინანსურ დახმარებას და პოროშენკოს თხოვნას აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის სამეთვალყურეოდ ევროპელი მშვიდობისდამცველების განთავსების შესახებ.

XS
SM
MD
LG