Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი ხვალ გამოუცხადებს ნდობას მთავრობის განახლებულ შემადგენლობას


პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებს 8 მაისის სხდომაზე, რომელიც 13.00 საათზე დაინიშნა. რიგგარეშე სხდომის 8 მაისისთვის დანიშვნის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს პრეზიდენტს. 8 მაისის სხდომაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის საკითხის დასმამდე პარლამენტი ორი დეპუტატის, თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს კი პარლამენტში დაგეგმილია რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომები, რომელთა ფარგლებშიც კომიტეტის წევრები შესაბამისი პროფილის მინისტრებს მოუსმენენ. დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას შეხვდება უმცირესობა, უმრავლესობა, ასევე ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები". პრეზიდენტმა პარლამენტს, კონსტიტუციის 81-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, გუშინ წარუდგინა მთავრობის შემადგენლობა სამთავრობო პროგრამასთან ერთად.

XS
SM
MD
LG