Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი მოსკოვში იმყოფება ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით


გერმანიის კანცლერი ანგელა მოსკოვში იმყოფება, უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. მერკელმა - ისევე როგორც სხვა დასავლელმა ლიდერებმა - უარი თქვეს, დასწრებოდნენ მოსკოვში, წითელ მოედანზე 9 მაისის გრანდიოზულ სამხედრო აღლუმს, რომელიც მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომში გერმანიაზე გამარჯვების 70-ე წლისთავს. დასავლელი ლიდერების ბოიკოტის მიზეზია უკრაინაში რუსეთის პოლიტიკა. მოსკოვში დღევანდელი ვიზიტისას, მერკელი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრებს კონფლიქტზე აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მთავრობის ჯარებსა და მოსკოვის მომხრე სეპარატისტებს შორის ბრძოლა გრძელდება თებერვალში მინსკში მიღწეული ზავის მიუხედავად. შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, კონფლიქტმა უკრაინაში 6100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG