აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სოჭში ჩავიდა, სადაც შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში და სირიაში კონფლიქტების პოლიტიკურად მოგვარების გზებზე სასაუბროდ. კერი ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად ეწვია რუსეთს. დღეს უფრო ადრე, პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინი შეხვდება კერის. დაგეგმილი კერის შეხვედრა მის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთანაც. როგორც იუწყებიან, კერი ფიქრობს, რომ რუსეთი - ისევე როგორც შეერთებული შტატები და ევროკავშირი - შეშფოთებულია ათასობით უცხოელის ჩართვით სირიაში, ექსტრემისტების მხარეს ომში მონაწილეობის მისაღებად. სოჭის შემდეგ ჯონ კერი გაემგზავრება თურქეთში, ნატოს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად და დაბრუნდება ვაშინგტონში, პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და არაბი ლიდერების სამიტთან დაკავშირებით.
ყველაზე პოპულარული
1