Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიამ რუსეთს გაუსწრო დასავლეთევროპული ქვეყნებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების სფეროში


ნორვეგიამ რუსეთს გაუსწრო დასავლეთევროპული ქვეყნებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების სფეროში. როიტერსის მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში ნორვეგიამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 29 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე ცოტა მეტის ექსპორტი მოახდინა. მაშინ, როცა გაზპრომის ექსპორტის მოცულობა 20 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტია. ევროპაში ნორვეგიული გაზის იმპორტის მკვეთრი ზრდა შედეგია დასავლეთევროპული ქვეყნების მცდელობისა, შეამცირონ რუსეთიდან გაზის იმპორტზე დამოკიდებულება, ასევე ნორვეგიელ მიმწოდებელთა ფასების მოქნილი პოლიტიკისა. გაზპრომისგან განსხვავებით, რომელიც გრძელვადიან კონტრაქტებს აფორმებს და გაზის ფასებს ნავთობის ფასებს უკავშირებს, ნორვეგიელები გაზის ფასებს მოთხოვნისა და მიწოდების შესაბამისად ცვლიან. ნორვეგიამ გასული წლის ბოლოს დაიკავა წამყვანი პოზიცია დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებაში. მისი ექსპორტის მოცულობა მესამედით აღემატებოდა რუსეთისას.

XS
SM
MD
LG