Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის და რუსეთის ლიდერები შეთანხმდნენ სირიაზე მოლაპარაკებების განახლებაზე


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ სირიის კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებების განახლებაზე. რუსეთის პრეზიდენტმა დაურეკა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ხელახლა არჩევის მისალოცად. კამერონის ოფისის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ სირიის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებაზე. ორივე ქვეყანას სურს „“ისლამური სახელმწიფოს“ შეჩერება“. „ისინი შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მათი მრჩევლები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს“. კამერონმა და პუტინმა ილაპარაკეს აგრეთვე უკრაინაზე.

XS
SM
MD
LG