პრორუსულად განწყობილი ოთხი შეარაღებული პირი და ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა წუხელ აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც თებერვლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმია გამოცხადებული. სეპარატისტთა დედაქალაქ დონეცკის მახლობლად ავდეევკის მდებარე ქიმიურიქარხანასთან მომხდარ სროლაში დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირიც. უკრაინის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, სროლამ მცირედით დააზიანა ქიმიური საწარმო, თუმცა სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია. ლისენკოს თქმით, შეტაკებებში დაიჭრა 12 უკრაინელი ჯარისკაციც.
ყველაზე პოპულარული
1