Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრინცი ფიფას რეფორმირების მომხრეა


ბრიტანეთის პრინცი, უილიამი გამოვიდა მოწოლებით, მოხდეს ფიფას რეფორმირება, რათა ორგანიზაციამ აჩვენოს, რომ წარმოადგენს სამართლიანი თამაშის ინტერესებს და სპორტია მისთვის პირველ ადგილზე. პრინცმა უილიამმა, რომელიც „ფეხბურთის ასოციაციის“ პრეზიდენტია, ეს უემბლიზე განაცხადა ასოციაციის ფინალური მატჩის წინ. ულილიამი გამოდის მოწოდებით, რომ სპონსორებმა ფიფაზე ზეწოლა მოახდინონ და რეფორმები მოითხოვონ. შვეიცარიამ 27 მაისს ფიფას შვიდი მაღალჩინოსანი დააპატიმრა კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. ამავე დროს, დაიწყო გამოძიება მექრთამეობის და ფულის გათეთრების ვარაუდებზე, რომლებიც უკავშირდება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების გამართვის უფლების მინიჭებას რუსეთისა და კატარისთვის. პრინცი უილიამი ემხრობა ფიფას ვიცე-პრეზიდენტის, დევიდ ჯილის გადაწყვეტილებას გადადგეს, ფიფას პრეზიდენტად ზეპ ბლატერის კვლავ არჩევის მიმართ პროტესტის გამოსახატად.

XS
SM
MD
LG