Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 75 ქვეყანამ დაუჭირა, რაც გასულ წელთან შედარებით ექვსით მეტია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ ამ რეზოლუციის მიღებით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები. "რეზოლუცია ატარებს წმინდად ჰუმანიტარულ ხასიათს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, განამტკიცებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ” - განაცხადა დავით დონდუამ.

XS
SM
MD
LG