Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საჰაერო იერიშმა გაანადგურა „ისლამური სახელმწიფოს“ ბომბების ქარხანა


ერაყის ქალაქ ჰავიჯაში განხორციელებულმა საჰაერო იერიშმა მიწასთან გაასწორა ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხანა, რომელშიც სამანქანო ბომბებს ამზადებდნენ. ოფიციალური პირების ცნობით, დიდია მსხვერპლი და ნგრევის მასშტაბი. ნგრევის და აფეთქების ხმა იმდენად მძლავრი იყო, რომ ის ქირქუქშიც გაისმა - ქალაქში, რომელიც 55 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და რომელსაც ქურთები აკონტროლებენ. ერაყის ოფიციალური პირების თქმით, საჰაერო იერიში განახორციელა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ.

XS
SM
MD
LG