Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ახალი ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყება


დღეიდან იწყება ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ახალი ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შემთხვევითი პრინციპით ასამდე კანდიდატს შეარჩევენ, რომლებსაც სპეციალური კითხვარი გაეგზავნებათ. ეს პროცესი მომდევნო სხდომებზეც გაგრძელდება და საბოლოდ, დაახლოებით, სამი თვის განმავლობაში 12 ნაფიცი მსაჯული და 2 სათადარიგო კანდიდატი შეირჩევა. ამის შემდეგ საქმის განხილვა თავიდან დაიწყება. ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG