Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პრემიერი ოპტიმიზმით უყურებს საფინანსო კრიზისს


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ საბერძნეთის საფინანსო კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნება, და რომ ქვეყანა კვლავ დაიწყებს ზრდას და დარჩება ევროზონაში. ის მიესალმა ევროზონის საგანგებო შეხვედრის დაგეგმვას 22 ივნისისთვის. 30 ივნისს საბერძნეთმა მილიარდ რვაასი მილიონი დოლარი უნდა დაუბრუნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს და არის სერიოზული საფრთხე, რომ ის ამას ვერ შეძლებს და დეფოლტი გამოცხადდება. 19 ივნისს რუსეთისა და საბერძნეთის ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. ეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის მეორე ვიზიტია რუსეთში. ციპრასის რუსეთში ვიზიტმა გააჩინა ეჭვი, რომ მას რუსეთისგან სესხის მიღება სურს. კრემლმა განაცხადა, რომ პუტინს და ციპრასს ფინანსებზე არ უსაუბრიათ.

XS
SM
MD
LG