Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა რამადანის თვეში სიკვდილით დასჯა შეაჩერა


პაკისტანმა, დროებით, რამადანის თვეში შეაჩერა სიკვდილით დასჯა. მაჰმადიანთა წმინდა თვეში სასჯელის უმაღლესი ზომის გატარების შეჩერება პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის სურვილით მოხდა, რათა "დაიცვან ამ თვის სიწმინდე". რამადანი პაკისტანში 19 ივნისს დაიწყო. პაკისტანს გამოცხადებული ჰქონდა სიკვდილით დასჯის მორატორიუმი, რომელიც დეკემბერში გაუქმდა ფეშავარში სკოლაზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რასაც 150 ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ, ამ ქვეყანაში 150 ბრალდებული ჩამოახრჩეს და არმიამ გააძლიერა ადგილობრივ და უცხოელ მეამბოხეებთან ბრძოლა.

XS
SM
MD
LG