Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად სიჭინავა: უეფა, biletebi.ge და ფედერაცია ერთობლივად ვმუშაობთ


უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთები ონლაინრეჟიმით დღეს აღარ გაიყიდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ზვიად სიჭინავასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა საიტის, biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა. მისივე თქმით, საფეხბურთო მატჩის ბილეთების ონლაინრეჟიმიდან ამოღება ტექნიკურმა პრობლემებმა განაპირობა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განმარტებით, სუპერთასის მატჩის ბილეთები კვლავ ელექტრონულად გაიყიდება, თუმცა რა საშუალებით, დღის ბოლომდე გაირკვევა. "უეფა, biletebi.ge და ფედერაცია ერთობლივად ვმუშაობთ, რომ გულშემატკივრების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. ჩვენ მივაწვდით კონცეფციას, ხოლო გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს და დღის ბოლომდე გვეცოდინება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად სიჭინავამ. Biletebi.ge-მსუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს დილით დაიწყო, თუმცა გადატვირთულობის გამო საიტი მალევე გაითიშა. ჯერჯერობით უცნობია რეაქცია უეფადან, რომელმაც Biletebi.ge თავად შეარჩია და შესაბამისი კონტრაქტი გაუფორმა. საფეხბურთო კლუბების „ბარსელონის“ და „სევილიის“ მონაწილეობით, უეფას სუპერთასის მატჩი თბილისში 11 აგვისტოს გაიმართება.

XS
SM
MD
LG