Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაბალისა" და "დინამოს" მატჩზე მომხდარ ინციდენტზე "დინამო" უეფას მიმართავს


აზერბაიჯანულ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" მატჩზე 9 ივლისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "დინამოს" კლუბის ხელმძღვანელობა უეფას მიმართავს. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა "დინამოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჯღარკავამ. ნიკოლოზ ჯღარკავას თქმით, მომხდარის შესახებ უეფას აცნობებენ. აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩზე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს, თუმცა ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა არ ვრცელდება. სოციალურ ქსელში ვრცელდება პლაკატების ფოტოები, რომლებიც აზერბაიჯანელი გულშემატკივრების ნაწილმა მატჩის მსვლელობისას ტრიბუნებზე გამოფინეს, რომლებზეც საქართველოს რამდენიმე ქალაქი აზერბაიჯანულ მიწად იყო მოხსენიებული. აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო თბილისი"- "გაბალის" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".

XS
SM
MD
LG