Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელს დაუდასტურა მისი უსაფრთხოების მხარდაჭერა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელის უსაფრთხოებისადმი მხარდაჭერა დაუდასტურა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს მას შემდეგ, რაც ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. თეთრი სახლის განცხადებით, ობამა დღეს ესაუბრა ნეტანიაჰუს და უთხრა მას, რომ ირანთან შეთანხმება არ გაანელებს ვაშინგტონის შეშფოთებას, რომელსაც იწვევს "ირანის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერა და ისრაელისთვის საფრთხის შექმნა". ობამას აზრით, ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება "ისრაელის სახელმწიფოს ინტერესებშია". მომავალ კვირაში ისრაელს ეწვევა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშ კარტერი. 14 ივლისს უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, ვენაში მოლაპარაკების მარათონის შემდეგ ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ - აშშ-მა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა და რუსეთმა - მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას ბირთვულ პროგრამაზე. გადაწყდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა და, ამის სანაცვლოდ, ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის შეფასებით, შეთანხმება დამაიმედებელი ნიშანია მთელი მსოფლიოსათვის.

XS
SM
MD
LG