Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 115 ადამიანი ემსხვერპლა ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმას


ერაყის ხელისუფლების ცნობით სულ ცოტა 115 ადამიანი დაიღუპა ბაღდათთან ახლომდებარე ქალაქ ხან ბანი საადის ხალხმრავალ ბაზარში დანაღმული ავტომანქანით მოწყობილ ტერაქტს. მსხვერპლის უმრავლესობა შიიტი მუსლიმები არიან, აფეთქების შედეგად ქალაქის რამდენიმე ახლომდებარე შენობა დაინგრა. სისხლიან იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ,“ რომელიც აცხადებს, რომ ავტომობილს, რომელიც 3 ტონა ტროტილით იყო დანაღმული, თვითმკვლელი მოიერიშე მართავდა.

XS
SM
MD
LG