ნონა ქურდოვანიძე აქციის მონაწილეთა დაკავებაზე
21 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნონა ქურდოვანიძე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი და 19 ივლისს თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების ადვოკატი. მან ილაპარაკა 20 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელზეც პოლიცია ცდილობდა დაემტკიცებინა აქციის მონაწილეების დაკავების საფუძვლიანობა. ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, პოლიციის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალა სწორედ საპირისპიროს ამტკიცებდა. ნონა ქურდოვანიძემ ილაპარაკა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მცდელობის ბოლოდროინდელ შემთხვევებზე.
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით