Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: სოციალურად დაუცველ ოჯახებს დავუფარავთ ელექტროენერგიის ტარიფის განსხვავებას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს განცხადებით გამოვიდა და თქვა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გამო სოციალურად დაუცველი 208 ოჯახისთვის 20 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია გამოიყოფა. „ტარიფის კორექტირება, როგორც სემეკი განმარტავს განაპირობა სწორედ გადაუდებელმა აუცილებლობამ ამიტომ მთავრსბი ვალდებულებიდან გამომდინარე ჩენ მივირეთ გადაწყვეტილება, რომ სოციალურად დაუცევლი მოსახლოებისთვის ტარიფის ზრდის სრილად სუბსიდირება მოგვეხდინა რათა ეს პროცესი რაც შეიძლება ნაკლებ ტვირთად დააწვეყს ჩვენს მოსახლოებას“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. უფრო ადრე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თქვა,რომ თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგის ტარიფების ზრდა არ შეეხება. თბილისის მერის ეს განცხადება მოჰყვა „თელასის“ მიმართვას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიისადმი, ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებით. უცნობია, სამომხმარებლო ტარიფის რა ოდენობით ზრდას მოითხოვს „თელასი“. ცნობილია ის, რომ რეგიონების მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის საფასური თითქმის 4 თეთრით გაძვირდა.

XS
SM
MD
LG