Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ვალერიუ სტრელეტის დანიშვნას


მოლდავეთის პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, ვალერიუ სტრელეტის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ. როგორც ჟურნალისტებს განუცხადა მოლდავეთის პრეზიდენტმა, მან სტრელეტს 15 დღე მისცა იმისათვის, რომ წარმოადგინოს მინისტრთა ახალი კაბინეტი და სამოქმედო გეგმა. 45 წლის ვალერიუ სტრელეტი მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მოლდავეთის მმართველმა ალიანსმა ევროპული ინტეგრაციისათვის მას შემდეგ წარადგინა, რაც პრემიერ-მინისტრი პოსტი 12 ივნისს, ქვეყანში აგორებული სკანდალის გამო, კირილ გაბურიჩიმ დატოვა,

XS
SM
MD
LG