Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა აშშ-ში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი ვახტანგ "ბოცო" კორიშელი


აშშ-ში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მხატვარი და მოქანდაკე ვახტანგ „ბოცო“ კორიშელი, რომლის მოსწავლეებს შორისაც არის არაერთი ცნობილი მუსიკოსი, მათ შორის დირიჟორი კენტ ნაგანო. კორიშელი 1922 წელს დაიბადა და 14 წლის იყო, როცა მამამისი საქართველოში სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1950 წელს ვახტანგ კორიშელი აშშ-ში გადასახლდა, დაამთავრა ლოს ანჯელესის კონსერვატორია და დასახლდა მორო ბეიში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ის აღიარებულია რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ პედაგოგად. 2012 წელს აშშ-ში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, „ბოცო: მასწავლებელი თბილისიდან“.

XS
SM
MD
LG