Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა ოპოზიციონერ აქტივისტს


აზერბაიჯანის ოპოზიციის, სახალხო ფრონტის მაღალი რანგის წევრს ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა. ბაქოში სასამართლომ ასიფ იუსიფლი დამნაშავედ სცნო თაღლითობასა და გაყალბებაში და შვიდნახევარი წლით მიუსაჯა პატიმრობა. იუსიფლისთან ერთად, ანალოგიური ბრალდებების საფუძველზე გასამართლებულ კიდევ ერთ პირს, რაფიკ ჰუსეინოვს თორმეტნახევარი წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. იუსიფლი ნოემბერში დააპატიმრეს. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე წარმოადგენს ხელისუფლების შურისძიებას მისი პოლიტიკური და უფლებადაცვითი საქმიანობისთვის. საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, ისევე როგორც ევროკავშირის და აშშ-ის ოფიციალური პირები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ აზერბაიჯანში ოპოზიციაზე, უფლებადამცველებზე და ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის გამო ბოლო წლების განმავლობაში. ბაქო უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არიან პოლიტპატიმრები.

XS
SM
MD
LG