Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პოლიცია ებრაელ ექსტრემისტებს ადანაშაულებს პალესტინელი ჩვილის სიკვდილში


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ებრაელი ექსტრემისტების მიერ მოწყობილი ხანძარი, რასაც პალესტინელი ჩვილის სიკვდილი მოჰყვა, „ტერორისტული აქტია“. ისრაელის პოლიციის ცნობით,„ნაციონალისტური მოტივის მქონე“ ებრაელი ექსტრემისტები არიან ეჭვმიტანილი სახლისთვის ცეცხლის გაჩენაში. ინციდენტი მოხდა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ნაბლუსთან მდებარე სოფელ დუმაში. უშიშროების სამსახურის თანახმად, ებრაელმა მოსახლეებმა, რომლებმაც ცეცხლი შეუნთეს შენობას, კედელზე დაწერეს სიტყვა „შურისძიება“ და მიიმალნენ იქვე მდებარე მათ დასახლებაში. ნეტანიაჰუს თქმით, ისრაელი ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოლებს, ვინც უნდა იყოს დამნაშავე. პალესტინელები ისრაელს ადანაშაულებენ მათ ტერიტორიებზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობისთვის ხელშეწყობაში. დაძაბულობაა პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, სადაც ებრაელი ექსტრემისტები ეწინააღმდეგებიან ორი შენობის დანგრევას, რომლებიც ისრაელის სასამარლომ უკანონოდ აგებულად შეაფასა. დანგრევა დაიწყო 29 ივლისს. იმავე დღეს ნეტანიაჰუმ იქვე 300 ბინის აგების ნებართვა გასცა.

XS
SM
MD
LG