Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: ინტერპოლს მასალებს მივაწოდებთ სააკაშვილზე და კეზერაშვილზე ძებნის გამოსაცხადებლად


საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებით გამოეხმაურა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებთან მიმართებით ინტერპოლის გადაწყვეტილებებს - „მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ასევე გაუქმდა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა“. განცხადებაში ნათქვამია, რომ აქამდე ინტერპოლი იზიარებდა საქართველოს პროკურატურის მიერ მიწოდებულ არგუმენტაციას კეზერაშვილზე ძებნის გამოსაცხადებლად, თუმცა „ამჯერად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართულ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი არგუმენტები დავით კეზერაშვილის საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით“.

XS
SM
MD
LG