ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებების ტალღას ათობით ადამიანი ემსხვერპლა და ასობით დაიჭრა. ქაბულში სამი სხვადასხვა აფეთქება მოხდა 7 აგვისტოს. ჯერ აფეთქდა დანაღმული სატვირთო მანქანა, რომელმაც 15 სამოქალაქო პირის სიცოცხლე იმსხვერპლა და 240 დაიჭრა. რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი ქაბულის პოლიციის აკადემიის შესასვლელთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ადამიანი დაიღუპა და 28 დაიჭრა. გარდა ამისა, ნატომ დაადასტურა, რომ რვა სამოქალაქო კონტრაქტორი და ერთი სამხედრო დაიღუპნენ შეიარაღებული შეტაკებისას ქაბულის აეროპორტთან მდებარე სამხედრო ბაზაზე, რომელსაც აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალები იყენებენ. თავდამსხმელებმა ბაზის ტერიტორიაზე შეჭრამდე ობიექტზე დანაღმული ავტომანქანით მიიტანეს იერიში.
ყველაზე პოპულარული
1