Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პოლიციამ საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი აირი იხმარა


მაკედონიის პოლიციამ საბერძნეთთან საზღვარზე ცრემლმდენი აირი და მანათობელი ყუმბარები იხმარა, რათა დაეშალა მიგრანტები და ლტოლვილები, რომლებიც ამ ქვეყანაში შეღწევას ცდილობდნენ. ათასობით ადამიანმა, ძირითადად სირიიდან, ავღანეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან, გაატარა ღამე სასაზღვრო ზონაში მას მერე, რაც მაკედონიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ჯარი შეიყვანა არეალში. მიგრანტებმა რამდენჯერმე სცადეს მაკედონიის პოლიციის წინააღმდეგობის გადალახვა.

XS
SM
MD
LG