Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პრეზიდენტმა ექვსი პოლიტპატიმარი შეიწყალა


ბელორუსიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა განკარგულება ექვსი პოლიტპატიმრის, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ მიკოლა სტატკევიჩის შეწყალების შესახებ. „ბელტამ“ 22 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ ლუკაშენკომ, როგორც ის თავის განკარგულებაში აღნიშნავს, „ჰუმანიზმის პრინციპიდან“ გამომდინარე გადაწყვიტა შეიწყალოს და საპატიმროდან გაუშვას ნიკოლაი დედკოვი, იგორ ოლინევიჩი, ევგენი ვასკოვიჩი, არტიომ პროკოპენკო, იური რუბცოვი და ნიკოლაი სტატკევიჩი. სტატკევიჩის ცოლმა, მარინა ადამოვიჩმა ჩვენი რადიოს ბელორუსულ სამსახურს უთხრა, რომ მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ მოულოდნელად გამოუშვეს ციხიდან და ის დღეს საღამოს მატარებლით ჩავა მინსკში. სტატკევიჩი დააკავეს 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და 2011 წელს მიუსაჯეს ექვსი წლით პატიმრობა „მასობრივი არეულობების ორგანიზების“ ბრალდების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG