Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 12-მდე გაიზარდა აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ავღანეთში 12 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. დაიჭრა, სულ ცოტა, 60 ადამიანი. აფეთქება ქაბულში, კერძო საავადმყოფოსთან მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპულებს შორის არის, სულ ცოტა, ცხრა სამოქალაქო პირი. ნატოს წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ბრაიან ტრაიბასი აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, სამი სამოქალაქო კონტრაქტორი. აფეთქებამ ჩაამსხვრია ფანჯრები შინოზადის საავადმყოფოში, რომელსაც მოიხსენიებენ ავღანეთში პირველ კერძო კლინიკად.

XS
SM
MD
LG