Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა


ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა აშშ-ში სექტემბრის ბოლოსთვის დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. მან მიზეზად მომავალი არჩევნები დაასახელა, თუმცა მის განცხადებაში ასევე მინიშნებულია ურთიერთობების დაძაბვაზე ვაშინგტონსა და ბიშკეკს შორის. ატამბაევი გეგმავდა 28 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობას და მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრას. ვიზიტის გაუქმებას თან ახლავს სპეკულაციები, რომ შესუსტდა აშშ-ის გავლენა რეგიონში, სადაც რუსეთი და ჩინეთი იბრძვიან საკუთარი გავლენის გასაზრდელად და ამერიკულის შესამცირებლად.

XS
SM
MD
LG