Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში გაიმართა ბერლუსკონისა და პუტინის შეხვედრა


ყირიმში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, სილვიო ბერლუსკონისთან. რუსეთის ტელევიზიის მიერ გავრცელებული კადრებით, პუტინმა და ბერლუსკონიმ ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლო ომის დროს ნახევარკუნძულის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული იტალიელი ჯარისკაცების მემორიალი. ბერლუსკონი „კერძო ვიზიტით“ ჩავიდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. 11 სექტემბერს ბერლუსკონი შეჩერდა საკურორტო ქალაქ იალტაში, სადაც მოგზაურობას და რამდენიმე შეხვედრის გამართვას გეგმავს. მოელიან, რომ ბერლუსკონი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპორტო ქალაქ სევასტოპოლშიც ჩავა და 13 სექტემბერს, მოსკოვის გავლით, იტალიაში დაბრუნდება.

XS
SM
MD
LG