Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატში კენჭისყრამ რესპუბლიკელებს არ მისცა ირანთან შეთანხმების დაბლოკვის საშუალება


აშშ-ის სენატში დემოკრატებმა მესამედ დაბლოკეს რესპუბლიკელების ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების გაუქმებას. 17 სექტემბერს გამართულ კენჭისყრაზე გადაწყდა, რომ კონგრესი შუაღამემდე - დაწესებულ ბოლო ვადამდე - ვერ მიიღებს უარყოფის რეზოლუციას, რომელიც შეთანხმებას ძალას გამოაცლიდა იმით, რომ გააუქმებდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას უფლებამოსილებას მოხსნას აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები - რაც ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმების პირობას წარმოადგენს. ასე მოხდა იმის გამო, რომ სენატში ამ კვირაში კენჭისყრა აღარ არის დანიშნული. რესპუბლიკელებს 100 წევრიან სენატში 60 ხმა ესაჭიროებოდათ კანონპროექტის მისაღებად. კენჭისყრაზე ხმები განაწილდა შეფარდებით 56-42. ოთხის გარდა ყველა დემოკრატმა დაუჭირა მხარი ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც ივლისში გამოცხადდა. შეთანხმება ითვალისწინებს ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG