Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ავრცელებს განცხადებას "ვენესუელას მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონში - აფხაზეთში ელჩის დასახელებასთან დაკავშირებით": "ჩვენი აზრით, სეპარატისტული რეგიონების ნებისმიერი აღიარება საზიანოა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის 2008 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს 1808-ე რეზოლუციას. აღიარება ასევე საფრთხეს უქმნის კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევებს, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებშიც ევროკავშირი წამყვან როლს ასრულებს, როგორც მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე გაეროსა და "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან" ერთად", - წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში და გამოთქმულია "ძლიერი სინანული ვენესუელას მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონში - აფხაზეთში ელჩის დასახელებასა და ვენესუელასა და ხსენებულ რეგიონს შორის უვიზო რეჟიმის შემოღების განხილვასთან დაკავშირებით."

XS
SM
MD
LG