Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაშკენტში თვითნაკეთი ყუმბარები ესროლეს აშშ-ის საელჩოს


უზბეკეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, დაუდგენელმა პირმა ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა საელჩოს კომპლექსს. აშშ-ის მოქალაქეებისადმი შეტყობინებაში, საელჩო აცხადებს, რომ ერთი ყუმბარა აფეთქდა, მაგრამ არავინ დაშავებულა. ტაშკენტში 28 სექტემბრის ამ ინციდენტის შემდეგ გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები აშშ-ის დიპლომატიური მისიის დასაცავად. ამასთან, საელჩომ უკვე განაახლა თავისი საქმიანობა. საელჩო აღნიშნავს, რომ ამჟამად არ მოეპოვება ინფორმაცია უზბეკეთში ამერიკელებისთვის რაიმე განსაკუთრებული საფრთხის შესახებ.

XS
SM
MD
LG