Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს


ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა და მას დაევალება კოალიციური მთავრობის შექმნა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების თითქმის მთლიანად დათვლის საფუძველზე იუწყება, რომ სოციალ-დემოკრატებს ერგოთ 27,5%, მეორე ადგილზეა "რესპუბლიკა ატა-იურტი" (მამული) ხმების 20%-ით. სულ ექვსმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი 120-ადგილიან ერთპალატიან პარლამენტში მოსახვედრად. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ტიგუნალი აბდრაიმოვის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობდა ელექტორატის 59% და არჩევნებმა "მშვიდ გარემოში" ჩაიარა.

XS
SM
MD
LG