Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეთვალყურეები აქებენ ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებს


უცხოელი მეთვალყურეები აქებენ ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებს, რომელმაც, მათი შეფასებით კონკურენტულ გარემოში ჩაიარა. ამავე დროს საუბარია კენჭისყრის უკეთ ორგანიზების საჭიროებაზე და მეტ გამჭვირვალობაზე პარტიების დაფინანსებისას. როგორც 5 ოქტომბერს განაცხადა არჩევნებზე ეუთოს მოკლევადიანი სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა, იგნასიო სანჩეს ამორმა, „ეს ცოცხალი და დაძაბული არჩევნები უნიკალური“ იყო ცენტრალურ აზიაში. არჩევნების შედეგად სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა და მას დაევალება ყირგიზეთში კოალიციური მთავრობის შექმნა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების თითქმის მთლიანად დათვლის საფუძველზე იუწყება, რომ სოციალ-დემოკრატებს ერგოთ 27,5%, მეორე ადგილზეა "რესპუბლიკა ატა-იურტი" (მამული) ხმების 20%-ით. სულ ექვსმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი 120-ადგილიან ერთპალატიან პარლამენტში მოსახვედრად. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ტიგუნალი აბდრაიმოვის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობდა ელექტორატის 59% და არჩევნებმა "მშვიდ გარემოში" ჩაიარა.

XS
SM
MD
LG