Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში შეტაკება მოხდა პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის


კოსოვოშო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებას მოჰყვა შეტაკება პოლიციასთან. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ალყა შემოარტყეს და ქვები დაუშინეს პოლიციის შენობას, პოლიციელებმა შეტევას ცრემლმდენი გაზით უპასუხეს. ოპოზიციური პარტიის მოწოდებით ათასობით ადამიანი შეიკრიბა პოლიციის შენობასთან მას შემდეგ, რაც პარტიის დამფუძნებელი ალბინ კურტი დააპატიმრეს. კურტმა გასულ კვირას კოსოვოს პარლამენტში ცრემლდენი გაზი გაუშვა, რომელიც კოსოვოსა და სერბეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას აპროტესტებდა, რის თანახმადაც კოსოვოს მთავრობა დამატებით ფინანსურ დახმარებას და საკანომდებლო უფლებებს მიანიჭებს სერბ უმცირესობას. „პოლიციამ ალბინ კურტი დააკავა“ დაიწერა ოპოზიციური პარტიის "ფეისბუკის" გვერდზე, რის შემდეგაც ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა და იერიში მიიტანა პოლიციის შენობაზე.

XS
SM
MD
LG