Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევი და პუტინი საგანგაშოდ მიიჩნევენ ვითარებას ტაჯიკეთში


ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტები საგანგაშოდ მიიჩნევენ ტაჯიკეთში შექმნილ ვითარებას. ამის შესახებ 15 ოქტომბერს ასტანაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა. ტაჯიკეთი ესაზღვრება ავღანეთს, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში თალიბანმა გაახშირა თავდასხმები. თავის მხრივ ტაჯიკეთში სექტემბერში ადგილი ჰქონდა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის შეიარაღებულ ამბოხს. ნაზარბაევმა და პუტინმა რეგიონის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ყაზახეთი იყო და იქნება რუსეთის ყველაზე ახლობელი და სანდო მეზობელი და მოკავშირე“, - განაცხადა რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ნურსულთან ნაზარბაევმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთის ლიდერობით მოქმედ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, რომელიც სომხეთს, ბელორუსიას, რუსეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს აერთიანებს, - გაწევრიანებას მრავალ ქვეყანა ესწრაფვის.

XS
SM
MD
LG