Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვა რელიგიურმა ორგანიზაციამ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს


საქართველოში რვა რელიგიურმა ორგანიზაციამ კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელით მოთხოვნილია იმ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დამატებული ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდას ავალდებულებს. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, წმიდა სამების ეკლესია, ქრისტეს ეკლესია.

XS
SM
MD
LG