Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუვეიტს შეუჩერეს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის წევრობა


მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ფიფამ, თავისი წევრობა შეუჩერა კუვეიტის ეროვნულ ასოციაციას. ამ გადაწყვეტილების შესახებ ფიფამ დღეს გამოაცხადა - მას შემდეგ, რაც ვადა ამოეწურა კუვეიტის მთავრობისთვის წაყენებულ პირობას, რომ მას უნდა შეეცვალა სპორტის შესახებ მიღებული კანონი. როგორც ფიფას წარმომადგენელმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ კუვეიტის ფეხბურთის ფედერაციასა და მასში შემავალ კლუბებს დამოუკიდებლად საქმიანობის საშუალება მიეცემათ. 15 ოქტომბერს ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა ისა ჰაიატუ, რადგან გასულ კვირაში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კომისიამ 90 დღით ჩამოაშორა საქმიანობას ამ ორგანოს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი.

XS
SM
MD
LG