Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2003 წელს გაფორმდა


კომპანია „გაზპრომთან“ ახლახან გამართული სამუშაო შეხვედრით გამოწვეულ აჟიოტაჟს ზოგიერთი პოლიტიკოსისა და პარტიის მიერ შექმნილი „არაჯანსაღი ეიფორია“ უწოდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. თბილისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ წლებია არსებობს ხელშეკრულება და კომუნიკაცია, რაც პირველ ყოვლისა იციან მათ, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის. კალაძის ინფორმაციით, „გაზპრომთან“მოქმედი ხელშეკრულება 2003 წელს გაფორმდა და მას შემდეგ - ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისა თუ სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით - ხელმოწერილ იქნა 21 დამატება. კალაძის თქმით, რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ გარდა ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც კი საქართველო რუსეთიდან იღებდა ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობას. როგორც კალაძემ აღნიშნა, 2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება „გაზპროპმთან“ მართავდა აქტიურ მოლაპარკებებს მაგისტრალური მილსადენის გაყიდვის შესახებ და, რომ არა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი აშშ, მილსადენი გაყიდული იქნებოდა. კალაძის განცხადებით, საჯაროდ გამოქვეყნებული მასალები ადასტურებს, რომ დიდი სიცრუეა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცება, თითქოს 2006 წელს საქართველოში სრულად მოხდა რუსეთის გაზის ჩანაცვლება.

XS
SM
MD
LG