Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს მოსულში ჟურნალისტების დახოცვას


ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ინფორმაციით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“, სულ ცოტა, 13 ჟურნალისტი და სხვა მედიამუშაკი დახოცა ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულში, 2014 წლის ივნისში მისი დაპყრობის შემდეგ. ერაყში დაფუძნებულ ორგანიზაცია „ჟურნალისტური თავისუფლების ობსერვატორიასთან“ ერთად მომზადებულ ანგარიშში, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ იუწყება, რომ უცნობი რჩება მოსულში განვლილი 16 თვის განმავლობაში დაკავებული, სულ ცოტა, 10 მედიამუშაკის ბედი. ექსტრემისტებმა მოსულში სულ 48 მედიამუშაკი შეიპყრეს. ანგარიშში მოსულს მოიხსენიებენ „ჟურნალისტების სასიკვდილო ხაფანგად“.

XS
SM
MD
LG