Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტს იწყებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სამთავრობო დელეგაცია


საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის და ილჰამ ალიევის პირისპირ და სამთავრობო დელეგაციათა გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, ხელი მოეწერება პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციას. თბილისში ოფიციალური ვიზიტისას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. პრეზიდენტი ალიევი ეწვევა მარნეულს, სადაც ადგილობრივ აზერბაიჯანელებს შეხვდება და სამაცივრე მეურნეობას დაათვალიერებს.

XS
SM
MD
LG