Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი მაღალჩინოსანი „საკმაოდ საიმედოს“ უწოდებს ჯიჰადი ჯონის მოკვლის ცნობას


აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო პირი „საკმაოდ საიმედოს“ უწოდებს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ექსტრემისტის „ჯიჰადი ჯონის“ (მოჰამად ემუაზი )მოკვლის შესახებ გავრცელებულ ცნობას. მანამდე „ბი-ბი-სი“ მაღალი რანგის ბრიტანელ სამხედროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა, „მაღალი ალბათობით“ მოკლა „ჯიჰადი ჯონის“ სახელით ცნობილი ბრიტანელი. აშშ-ის არმიის პოლკოვნიკმა სტივ უორენმა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციური საავიაციო ოპერაციების შტაბის ოფიციალური წარმომადგენელია, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მოჰამად ემუაზი საავიაციო იერიშის დროს მოკლეს სირიის ქალაქ რაკაში, სადაც ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სამეთაურო ძალებია გამაგრებული. უორენის თქმით, ინფორმაციას ჯერ კიდევ სჭირდება საბოლოო გადამოწმება.

XS
SM
MD
LG