Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი იხმარა დემონსტრანტების წინააღმდეგ


კოსოვოში, პრიშტინაში, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი იხმარა დემონსტრაციის დასაშლელად. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ ოპოზიციონერი დეპუტატის დაკავების მიმართ. მთავრობის სახლის წინ შეკრებილმა დემონსტრატებმა ქვები დაუშინეს შენობას. პოლიციამ დააკავა ოპოზიციონერი დეპუტატი დონიკა კადაჯ-ბუჯუპი სერბიასთან კოსოვოს ურთიერთობის საკითხის გარშემო მზარდი პოლიტიკური კრიზისის ფონზე. გაცემულია კიდევ სამი ოპოზიციონერი დეპუტატის დაპატიმრების ორდერები კოსოვოს პარლამენტის სხდომების ჩაშლის ბრალდებით. 17 ნოემბერს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცრემლმდენი გაზი და პილპილის სპრეი გამოიყენეს პარლამენტში, რათა გაეპროტესტებინათ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც არეგულირებს სერბიის ურთიერთობას თავის ყოფილ პროვინცია კოსოვოსთან. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი არ აღიარებს. დღესვე ექსპერტებმა გააუვნებელყვეს ხელყუმბარა, რომელიც დაუდგენელმა პირებმა ესროლეს კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპლექსს. აფეთქების დროს არავინ დაშავებულა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს სერბიასთან შეთანხმების შეფასების თხოვნით.

XS
SM
MD
LG