Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის თავდასხმებთან დაკავშირებით ბელგიის პოლიციამ კიდევ ხუთი პირი დააკავა


ბელგიის პოლიციამ, პარიზის თავდასხმებთან დაკავშირებით, კიდევ ხუთი პირი დააკავა 23 ნოემბერს. მანამდე, 16 კაცი დააკავეს 22 ნოემბერს, გვიან საღამოს. ბელგიის პროკურატურის წარმომადგენლის, ერიკ ვან დერ სიპტის განცხადებით, დაკავებულთა შორის ვერ აღმოაჩინეს 13 ნოემბრის თავდასხმების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად ეჭვმიტანილი,საფრანგეთში დაბადებული, სალაჰ აბდესლამი. ბელგია არ აპირებს დეტალების გამოქვეყნებას, ვინ დააკავეს და რა ბრალდებით, „გამოძიების ინტერების გამო“, რადგან უსაფრთხოების ოპერაცია გრძელდება. პოლიციის ცნობით, ჩხრეკებისას მათ იარაღი არ უნახავთ. ღამის რეიდი სამართალდამცველებმა ბრიუსელში, 19 სახლში, ხოლო შარლერუაში, სამ ბინაში ჩაატარეს, 23 ნოემბერს რეიდები გრძელდებოდა ბრიუსელის რეგიონში, ასევე ლიეჟში.

XS
SM
MD
LG