Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სირიაში ს-400 კლასის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა


რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთმა სირიაში მდებარე ბაზაზე ს-400 კლასის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა. რუსეთმა ეს გადაწყვეტილება, თურქეთის გამანადგურებლის მიერ რუსული სუ 24 მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მიიღო. რუსული წარმოების სუპერთანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით 400 კილომეტრის რადიუსში მოქმედი თვითმფრინავების აღმოჩენა და განადგურებაა შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG