Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი საპასუხო ზომებით მოახდენს რეაგირებას ნატოს გაფართოებაზე


კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომები მოჰყვება აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს გაფართოებას. ეს გაფრთხილება მოჰყვა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას ალიანსში გასაწევრიანებლად ჩერნოგორიის მიწვევაზე. პესკოვის დღევანდელ განცხადებას მალევე მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის გამოხმაურება, რომ ნატოს გაფართოება არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. „ნატო არავის უქმნის საფრთხეს ... ის არის თავდაცვითი ალიანსი, ის უბრალოდ ემსახურება უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა ჯონ კერიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG